ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„იმ ადამიანებს, ვისი საქმეებიც კარგად მიდის, გარშემო მუდამ შურიანი ადამიანები და მტრები ახვევია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ დიდი კაცი გინდა გახდე, პატარით უნდა დაიწყო”.
* * *
„რაც უფრო არაკანონიერია მოგება, მით უფრო ებღაუჭება მას კაცი. ასეა შექმნილი ადამიანის ბუნება”.
* * *
„ზოგიერთი ადამიანის თვალში, უმჯობესია დანაშაული ჩაიდინო, ვიდრე სულელი იყო”.
* * *
„მთავარია – შეიძინო, რათა შეინარჩუნო”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წარმატება ერთგვარ თავბრუსხვევას იწვევს, საშუალო დონის ადამიანებს არ შესწევთ ძალა მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა”.
* * *
„კეთილდღეობაშიც თავდაჭერილობა გვმართებს, მეტისმეტი ხელგაშლილობა დაუშვებველია”.
* * *
„ – ეჰ, საიქიოს, ამბობენ, ყველა თანაბარი ვიქნებითო – მეფეებიცა და მეწაღეებიც”.
* * *
„პატივმოყვარული სურვილი, რომ ყველას თავი მოაწონოს, ადამიანს დიდ ტანჯვას აყენებს”.
* * *
„თუ უბედურებაში მყოფი ადამიანი ცოტად თუ ბევრად გონივრული მსჯელობით შესძლებს შეითხზას იმედების საამური ამბავი და თავის დასადებად სასთუმალად გამოიყენებს, მაშინ ის უმეტეს შემთხვევაში გადარჩენილია”. – (ავტორი გენია.ჯი)