ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ოცდაათი წლის ქალი”
„დედის გული ისეთი საუნჯეა, რომლის სიღრმეში შვილი მუდამ ჰპოვებს შეწყნარებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანები აუცილებლობას ემორჩილებიან”.
* * *
„ – მაშ რაღა ყოფილა ჯოჯოხეთი, თუ არა სამუდამო მისაგებელი ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების რომელიმე ცოდვის გულისთვის?”
* * *
„ახალგაზრდა ქალისთვის შეუძლებელია სიყვარულში ბედნიერება, თუ ის საყოველთაოდ მიღებულ კანონებს არ მისდე3ვს, მეტადრე, თუ საკუთარ დედასაა დაშორებული”.
* * *
„მსაჯული – ღმერთია. ღმერთი, რომელიც ხშირად განავრცობს შურისძიებას ოჯახის წიაღში და თავის სასარგებლოდ ამხედრებს შვილებს დედების წინააღმდეგ, მამებს ვაჟიშვილების წინააღმდეგ, ხალხებს მეფეთა წინააღმდეგ, მეფეებს თავის ქვეშევრდომთა წინააღმდეგ, ყოველივე არსებულს ყოველივე არსებულის წინააღმდეგ; ღმერთი, რომელიც სულიერ სამყაროში ერთ გრძნობას მეორე გრძნობას ანაცვლებს, მსგავსად იმისა, ნორჩი ფოთლები რომ სცვლიან ბებერ ფოთლებს გაზაფხულზე. ღმერთი, რომელიც მოქმედებს ურყევი წესრიგის გულისთვის, იმ მიზნის გულისთვის, მარტო მან რომ იცის. ეჭვი არ არის, რომ ყოველივე მის წიაღში მიემართება, ან უფრო სწორად, იქ ბრუნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხანდახან მხოლოდ ერთი მოძრაობაა საკმარისი, რომ მთელი დრამა ვიგრძნოთ, საკმარისია ერთი სიტყვა, რომ მთელი ცხოვრება დაინგრეს, საკმარისია ერთი გულგრილი გამოხედვა, რომ უბედნიერესი ვნებები ჩაკვდეს”.
* * *
„კარგად აღზრდილი ადამიანები, და მეტადრე ქალები, თავიანთ გრძნობებს გარეგნულად არ ამჟღავნებენ და მათი გულის სიმთა რხევას მხოლოდ ის მიხვდება, ვისაც ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდილი აქვს”.
* * *
„არის მზერა, სულს რომ ფლეთს ისეთი”.
* * *
„ჩვენი შრომით მოპოვებული შედეგების ღალატი უფრო დიდ მწუხარებას გვაყენებს, ვიდრე თვით გარდაუვალი სიკვდილი”.
* * *
„მართლმსაჯულებას რომ ძალა შესწევდეს ღმერთის მსგავსად ყოველი კაცი მისი ნამოქმედარის მიხედვით განსაჯოს, მან რომ კეთილ ინებოს და გაარჩიოს, რომელია არაკაცი, – მკვლელი თუ მსხვერპლი, მაშინ ბევრი ადამიანი თავაწეული ივლიდა ადამიანთა შორის”. – (ავტორი გენია.ჯი)