ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „ცეზარ ბიროტო”
„მიაპყარით თვალნი თქვენნი ჯვარცმას, ნუ მოაშორებთ, და იფიქრეთ, რაოდენი დამცირება გადაიტანა ადამიანთა მხსნელმა, რაოდენ სასტიკად ეწამა იგი, და მაშინ შესძლებთ ღვთის მიერ გარდმოვლენილი განსაცდელის გადატანას”… - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მგონი, ეს ვოლტერმა თქვა: „მონანიება მოკვდავთა სათნოებას მივაწერეო”.
* * *
„ჭიქების მიჯახუნებაში უფრო ადვილად პოულობენ ადამიანები საერთო ენას!”
* * *
„საქმე ერთხელ დაწყებაა”.
* * *
„ფული არავის არჩევს. ფულს არც ყური აქვს, არც გული”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცილისწამებასა და კილვას გარდაუვალად თავს მოიწევს ისეთი ადამიანი, ვისაც სოციალურ კიბეზე ერთი საფეხურით უფრო მაღლა უნდა ასვლა”.
* * *
„ყოველი ადამიანი უფრო ადვილად იტანს უკვე მომხდარ აშკარა უბედურებას, ვიდრე ულმობელ მერყეობას ბედისწერაში, რასაც ყოველ წუთს მის ცხოვრებაში ან აუწერელი სიხარული მოაქვს, ან უკიდურესი მწუხარება”.
* * *
„კომერციაში ყველაფერს უნდა ელოდეს კაცი! როცა ვაჭარი გაკოტრებას არ ითვალისწინებს, იმ გენერალს ჰგავს, რომელსაც ჰგონია, არასოდეს დაამარცხებენ”.
* * *
„საქმეში მთავარია ფული და არა გრძნობები”.
* * *
„ყველას როდი ერევა უბედურება!” – (ავტორი გენია.ჯი)