მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„კარგი ყოველთვის იშვიათია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნაბიჯს ვერ გადამადგმევინებ იმ ავტორების საძებნად, რომლებიც, ღმერთო, შეგცოდე და, ისეთს ვერაფერს მასწავლიან, უიმათოდაც რომ არ ვიცოდე”.

* * *

„ყოველი ისტორია მხოლოდ მაშინაა რიგიანი, როცა დამაჯერებლია”.

* * *

„სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მამის სიკეთე შვილს ღირსებად ვერ ჩაეთვლება”.

* * *

„ძლეულთა ძარცვა არა მჩვევია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაგინდ კეთილსინდისიერი და დახელოვნებულიც უნდა იყოს მთარგმნელი, მაინც ვერ მიაღწევს იმ სრულყოფილებას, რაც ნიშნეულია დედნისთვის”.

* * *

„ბრალეულის ცოდვა ხშირად უცოდველს მოეკითხება”.

* * *

„რა გრჯით, აუტკივარ თავს რომ იტკივებთ? შინ მშვიდად და მოსვენებით არ გიჯობთ ნატვრისთვალის საძებნელად გარე-გარე ხეტიალს? თორემ ხომ მოგეხსენებათ, რამდენი ყოფილა – მატყლის საშოვნელად წასულა და შინ კი გაკრეჭილი დაბრუნებულა”.

* * *

„ფუფუნება, განცხრომა და უქმად ყოფნა განებივრებულ კარისკაცთა ხვედრია”.

* * *

„ღმერთმა მშვიდობა მოგცეს და ნურც მე დამივიწყებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება