ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„შიშისაგან ადამიანს ხშირად უკუღმა ესმის და ეჩვენება ყველაფერი. არცაა გასაკვირი: შიში იმის შიშია, რომ გრძნობებს ურევს ადამიანს და აიძულებს, ყველაფერს სხვა თვალით უყუროს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მბრძანებელს არც სიბრძნე უნდა აკლდეს, რომ თავისი სამფლობელო მართოს, და არც სიმამაცე, რომ ყოველგვარი მოულონელობისაგან დაიცვას თავი”.
* * *
„ეცადე, თვით უძლურებიდანაც კი ძალა გამოსწურო”.
* * *
„ვაი იმ ხსოვნას, დროის მეტი რომ ვერაფერი წაშლის, და ვუი იმ ტკივილს, სიკვდილის მეტი რომ ვერაფერი განკურნავს!”
* * *
„ – ვიცი, როგორ ამცირებს ადამიანს თვითგანდიდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყოველი ადამიანის ღირსებას თვალისჩინივით ვუფრთხილდები”. – (დონ კიხოტი)
* * *
„ – ბატონო ჩემო, მე ერთი უწყინარი, დამყოლი და მშვიდობისმოყვარე კაცი გახლავარ და, ღვთის მადლით, ისიც კარგად მომეხსენება, რომ ყოველგვარი შეურაცხყოფა უნდა ავიტანო, ვინაიდან ცოლ-შვილი კისერზე მაზის და მე თუ არა, ვინ არჩენს, ვინ მიხედავს, ვინ უპატრონებს? ასე რომ, ჩემი თხოვნაც მოისმინეთ, თქვენო მოწყალებავ (ვინაიდან ხომ არ შეიძლება მოგთხოვოთ): არამც და არამც არ ვიშიშვლებ ხმალს არც კეთილშობილი აზნაურისა და არც უბირი გლეხუჭას წინააღმდეგ და, ღმერთმანი, ამიერიდან, ვიდრე თვით მეორედ მოსვლამდე, დიდსულოვნად მივუტევებ ყველას, ვინც შეურაცხყოფას მაყენებს, მომაყენა ან მომაყენებს, მიუხედავად იმისა, კეთილშობილია თუ უღირსი, მდიდარია თუ ღარიბი, აზნაური თუ უაზნო”. – (სანჩო პანსა)
* * *
„სურვილს იმედი ასაზრდოვებს”.
* * *
„ – უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი უშუალო მოვალეობა ესაა მხოლოდ: შევეწიო უმწეოთა და უპოვართ, სამაგიერო მივაგო უსამართლოდ დევნილთა და მიუსაფართა მჩაგვრელთ და მუხანათობა ვაზღვევინო გამცემთა და მოღალატეთ”. – (დონ კიხოტი)
* * *
„ – გულზე ხელი დაიდე და და ისე მითხარი: რა უნდა იყოს უფრო დიდი ბედნიერება, ან რომელი სიხარული შეედრება ბრძოლის მოგებითა და მტრის ძლევით მოგვრილ სიხარულს? რა თქმა უნდა, ვერავითარი”. – (ავტორი გენია.ჯი)