ამონარიდები სერგეი სარტაკოვის რომანიდან – „ყინულის განძი”
„სიცოცხლე ადამიანს ერთხელ ეძლევა და იგი ისე უნდა განვლოს, რომ უმიზნოდ გატარებული წლების გამო მტანჯველი ტკივილი არ იგრძნოს”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ცხოვრება, ძმაო, ყველას ამდიდრებს ცოდნით”…
* * *
„ – ბებიაჩემი სულ მეუბნებოდა: „უპირველეს ყოვლისა, კარგი ადამიანი უნდა იყოო”.
* * *
„ადამიანი იქ უნდა იმყოფებოდეს, სადაც უფრო საჭიროა”.
* * *
„სხვისი ნაკლის შენიშვნა ადვილია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა ადამიანური სახელი კარგია”.
* * *
„ვისაც სურს – მიაღწევს, ვინც ეძებს – ყოველთვის იპოვის!”
* * *
„ყინულის განძი – განძი არ არის! ასეთი განძის ხელში აღება სარისკოა, სითბო უცებ გაადნობს და წყლადქცეული თითებშორის გაგიქრება. თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდება!”
* * *
„აზროვნებაა მთავარი და არა უბრალო ლამაზი ფრაზების წარმოთქმა”.
* * *
„რა ცხოვრებაა უშფოთველად, უსაფრთხოდ, ერთი სიტყვით, ყოველგვარი რომანტიკის გარეშე? მოხუცდები და ახალგაზრდობის მოსაგონებლად აღარაფერი შეგრჩება!” – (ავტორი გენია.ჯი)