ამონარიდები სერგეი სარტაკოვის რომანიდან – „ყინულის განძი”
„ – შესახედაობას ვერავითარი ხალათი ვერ გამოაკეთებს, ძმაო, თუ ადამიანი დაბადებითვე შეუხედავია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორ შეიძლება არ გწამდეს სიყვარული?”
* * *
„ – ასეთი რამაა თურმე ეს ინფარქტი, – თუ უცებ არ მოკვდი, მერე დიდხანს არ მოკვდები, მხოლოდ მოწყენილობამ თუ მოგიღო ბოლო, რადგან მთავარი მკურნალობაა წოლა”.
* * *
„მიჩვეული, თითქოს გზაზე დაგდებული ქვა იყოს. ზოგიც ოც წელიწადსაც კი დევს, თითქოს ხელსაც არავის უშლის, მაგრამ საკმარისია აიღო – უცებ ცხადი გახდება, რომ ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო”.
* * *
„საზღვარი სივიწროვესაც სჭირდება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება ადამიანს ძალით ათქმვინო ის, რის თქმაც რაღაც მიზეზების გამო არ უნდა”.
* * *
„ადამიანი მხოლოდ იმითაც არის მიმზიდველი, რომ დაუცხრომელ ძიებაშია, უნდა თავისას მიაღწიოს და სჯერა წარმატებისა”.
* * *
„ – მამა ამბობს: ყველაზე მტკიცე მეგობრობა და ყველაზე ნაზი სიყვარული განსხვავებული ხასიათის ხალხს ახასიათებსო”.
* * *
„ყველას საკუთარი გაბედურება და რისკი ახასიათებს”.
* * *
„გაუგებარი ქვეყნად არაფერია!” – (ავტორი გენია.ჯი)