ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ – უნდა იცოდე, სანჩო, რომ უკბილო პირი უდოლაბო წისქვილივითაა, ამიტომ ყოველი კბილი ჩვენთვის ალმასზე ძვირფასია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემის აზრით, არ არსებობს ანდაზა, ჭეშმარიტი რომ არ იყოს, ვინაიდან თვითეული ანდაზა სხვა არა არის რა, თუ არა ყოველგვარი მეცნიერების დედის – გამოცდილებისაგან გამომდინარე შეგონება”.
* * *
„მაჭანკლობა ყველას როდი შეუძლია: ეს საქმე, რომელიც აუცილებელია ყველა კეთილმოწყობილ სახელმწიფოში, დიდ სიმარჯვესა და გამჭრიახობას მოითხოვს”.
* * *
„ყველამ თავის თავს მიხედოს, ეს უფრო გონივრული იქნებოდა”.
* * *
„ყოველი დიდი ფათერაკი და უბედურება პატარა უცნაურობით იწყება!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღირსეულ ხალხს არ შეშვენის, მოყვასთა ჯალათი ერქვას”.
* * *
„ნუ ცდილობთ, კატას მეხუთე ფეხი გამოუძებნოთ”.
* * *
„ნუ გამოვცდით უფლის გულმოწყალებას ღვთისგმობლური საქმით, რომლის საზღაურსაც მხოლოდ სასწაული თუ აგვაცილებს”.
* * *
„ – კატონ სონსორინო რომაელის არ იყოს: ბოროტი იმას, ვინც მას დაეძებსო”.
* * *
„სატირლად ღმერთმა ნუ გაგიხადოთ საქმე”. – (ავტორი გენია.ჯი)