ამონარიდები ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობიდან – „მწუხრის ჟამს”

„ – ერთი ეს მითხარი, ქუთაისში ხომ ხარ ნამყოფი?

- არა, არ ვყოფილვარ!

- შე კაი კაცო, პორტ-არტურში ჩამოხვედი და ქუთაისში არა ყოფილხარ?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზოგს არ უყვარს სხვისი უბედურების მოსმენა”.

* * *

„სიყვარული მორცხვობაზე ძლიერია”.

* * *

„ეჰ, რა შეედრება სიყმაწვილეს?! ძვირფას, განუმეორებელ გაზაფხულს სიცოცხლისა! ადამიანი მხოლოდ მაშინ არის უდარდელი, მხიარული, სვებედნიერი!”

* * *

„ – რა ბევრი რამ შესძლებია ქალის პირველ კოცნას!”

* * *

„ – ეჰ, თურმე რა მისანი ყოფილა კაცის გული. თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, რასაც მიმზადებდა წუთისოფელი. ვეღარ ვეღირსე საქართველოში დაბრუნებას, ვეღარ ვიხილე ახლობლები, ჩემს ბუდეს მოვწყდი, ცხრა მთას იქით გადავიკარგე. და, აჰა, მთელი სიცოცხლე ისე გავლიე, ვერ ვიგემე ქართველი ქალის კოცნა, ხვევნა-ალერსი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ქართულად რა კარგად ლაპარაკობთ, სულ არ დაგვიწყებიათ.

- ენის მეტი სხვა რა შემრჩა, რომ ესეც დამვიწყებოდა!”

* * *

„ – დიდი შეძლების პატრონი ვარ, ფუფუნებით ვცხოვრობ. ღრმა მოხუცებულობამდე მივაღწიე, შვილიშვილებით ვხარობ, მაგრამ მაინც უბედური ვარ…

ეტყობა სიცოცხლის მწუხრის ჟამს კაცს თავის თავის მეტი აღარავინ ახსოვს!

ჩემი მეუღლე იაპონელია, ქალიშვილებიც იაპონურ ყაიდაზე გაიზარდნენ, შვილიშვილებიც, მე კი ქართული მიწის ნამცეცი ვარ. იქ, საქართველოში, არის ჩემი სანუკვარი კერა, იქ ბუდობენ ჩემიანები, იქ არის ჩემი მამა-პაპათა საფლავები, ძვალთ შესალაგი.

ადრე მეგონა, დრო კიდევ მქონდა, როგორმე შევძლებდი საქართველოში დაბრუნებას, ვნახავდი ჩემს დედ-მამას, და-ძმას, ახლობლებს, მაგრამ, ვაგლახ, რომ სიბერე ქოფაკი ძაღლივით წამომეპარა! უკან რომ ვიხედები, მთელი ჩემი ცხოვრება სიზმარი მგონია, მძიმე, უკვალოდ მიმავალი სიზმარი. ნუთუ სიკვდილის წინ ვერ უნდა ვეღირსო საქართველოში ჩამოსვლას, ვერ უნდა გამოვეთხოვო მშობლიურ მიწას! ნუთუ იქ არ დავიმარხები, საცა განისვენებენ ჩემი მამა-პაპანი, საცა ჩაიფშვნენ, ჩაიშალნენ მათი ძვლები, მერე კი ყვავილებად აღმოცენდნენ, ბუჩქებად ამოვიდნენ, ხეებად იქცნენ?!

ჩემო ძვირფასო სტუმარო, თუ შენთვის რაიმეს ნიშნავს ქართველი კაცის სიტყვა, როცა რაჭაში ან ქუთაისში ჩახვიდე, დალიე საკუთარ მიწას, საკუთარ ბუნაგს მოწყვეტილ თანამემამულეთა სადღეგრძელო, და მაშინ ორიოდე კეთილი სიტყვით მეც გამიხსენე!”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>