ამონარიდები ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობებიდან…

„ – ეჰ, რა ბევრი რამ შეუძლია ბოროტ ენას!” – (დაუპატიჟებელი სტუმარი) - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი ფასდება იმით, რაც გაუკეთებია, და არა იმით, რისი გაკეთებაც განუზრახავს”. – (დაუპატიჟებელი სტუმარი)

* * *

„სიყვარული, სადაც არ უნდა იყოს, მაინც სიყვარულია!” – (სიყვარული)

* * *

„მე ჯერ ადამიანიშვილი არ მინახავს, კარგ ჩაცმა-დახურვაზე ან უხვ სმა-ჭამაზე უარი ეთქვას”. – (დაუპატიჟებელი სტუმარი)

* * *

„დედის გულისთანა მგრძნობიარე არაფერია ქვეყანაზე”. – (სიყვარული) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ცოლის შერთვა იოლი საქმე როდია”. – (დაუპატიჟებელი სტუმარი)

* * *

„საქართველოში ვაზის მსხმოიარობით ვინ გაკვირვებულა”. – (სიყვარული) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზღვას რომ ზღვა მიემატოს, ოკეანედ იქცევა”. – (დაუპატიჟებელი სტუმარი)

* * *

„ცოლქმრობამ დიდი და პატარა არ იცის”. – (სიყვარული)

* * *

„ – ეჰ, შვილო, რამდენ უჩვეულო ამბავს გაიგებდა ადამიანი, რომ ყველა ჩვენგანი გულახდილი ყოფილიყო და არ დაემალა ის, რაც სიყვარულის ასაკში გადახდომია”. – (დაუპატიჟებელი სტუმარი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება