ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”

„ – ღმერთმანი, გიყურებ და ასე მგონია სანჩო, – უთხრა დონ კიხოტმა, – არც შენა ხარ ჩემზე ნაკლები გიჟი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ქალს ისე არაფერი უფუჭებს და უუხეშებს სახის კანს, როგორც ყოველდღე ყანაში ტრიალი და მზის გულზე თუ ქარში მუშაობა”.

* * *

„ყველა, ვისაც სურს გამჭრიახი და ჭირთამთმენი კაცის სახელი მოიხვეჭოს, ოდისევსს უნდა ჰბაძავდეს”.

* * *

„წამიერი სიკვდილი ერთბაშად წყვეტს და ბოლოს უღებს ყოველგვარ ტანჯვას, მაშინ როდესაც გაჭიანურებული სიკვდილი ყოველწამიერად გვკლავს, მაგრამ სულის ამოხდას კი, ღმერთმა იცის, როდის გვაღირსებს”.

* * *

„ – ერთიც უნდა იცოდე, სანჩო: როცა ესა თუ ის მხატვარი თავისი ხელოვნების წყალობით სახელის მოხვეჭას აპირებს, უწინარეს ყოვლისა, იმასა ცდილობს, რომ თავის დარგში ყველაზე დიდ მხატვრებს მიჰბაძოს. ეს წესი თანაბრად ვრცელდება ყველა ხელობასა თუ ხელოვნებაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჰოი, უმწიკვლო მეგობრობავ, სად გაგვიფრინდი, ამ ქვეყანაზე დარჩა მხოლოდ შენი ხსენება”.

* * *

„სიკვდილზე დიდი უბედურება ამ ქვეყნად რაღა იქნება?”

* * *

„უთანასწორო ქორწინებით მონიჭებული ბედნიერება, რომლითაც ერთხანს ტკბებიან ახალშეუღლებულნი, არამყარი და მსწრაფლმავალია”.

კომენტარის დატოვება