ამონარიდები ვანო ურჯუმელაშვილის მოთხრობებიდან…

„სიდაბლით კაცი არ დაიძრახება. ვითომ მუხა რითია ჭადარზე ნაკლები?!” – (ცრუპენტელა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამბობენ, ყველა ტყვია მიზანს არ ხვდებაო, იმასაც ამბობენ, ყველა არ კვდება ომშიო”. – (უცნობი ჯარისკაცი)

* * *

„განა ერთ ბრძოლას უფრო მეტის თქმა არ შეუძლია ადამიანზე, ვიდრე მთელ მის ცხოვრებას?!” – (ლეიტენანტი თვალიაშვილი)

* * *

„ერიჰა, კაცს თავს სჭრიდნენ, ის კი გაიძახოდა, ფრთხილად, კისერზე მუწუკი მაქვსო”. – (ცრუპენტელა)

* * *

„არაფერზე ძუძუმწოვარა ბავშვები იცინიან!” – (ცრუპენტელა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ამქვეყნად ყველაფერი ქრება, იკარგება, ყველაფერი წარმავალია”. – (ლეიტენანტი თვალიაშვილი)

* * *

„ბავშვებს თამაშს ვერ აუკრძალავთ!” – (ცრუპენტელა)

* * *

„ფრონტზე ჩამოვარდნილი სიჩუმე, ზნედაცემული ქალივით მატყუარაა”. – (ლეიტენანტი თვალიაშვილი)

* * *

„ენატანიობა სიმხდალეა და მეტი არაფერი”. – (ცრუპენტელა)

* * *

„ – ფიქრი რომ საქმეს შველოდეს, მაშინ ბებიაჩემი დღესაც ცოცხალი იქნებოდა. საწოლს მიჯაჭვული თვალს არ აცილებდა ჭერს და სულ რაღაცას ფიქრობდა. ახლაც არ ვიცი, საწყალს რა ჰქონდა ამდენი საფიქრალი”. – (ცრუპენტელა) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება