ამონარიდები ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან…
„ – ამისთვის გამოგიძახეთ, ქიშვარდი ბატონო, ვეღარ ვაკავებ და რა ვქნა, მთლად გატყიურდა და წავიდა ხელიდან. ხომ ხედავ, სხვას რომ წიგნი უჭირავს ხელში, აგი ღორჯოებს დასდევს დღე და ღამე ზემო კუხაზე. ამასწინებზე საზამთრო ჩამიგდო გოფოძეების საზიარო ჭაში, გასკდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, და მაგის გამოისობით აგერ ერთი კვირაა კომპოტს ვსვამთ ორი ოჯახი”. – (სისხლი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუთია კაცი, კარგად რომ გგონია ელაპარაკები, აღარ არის თურმე ამ ქვეყანას”… – (ჩიტი)
* * *
„რა გაუთავებელი ფიქრი იცის ამ დალოცვილმა ბუხარმა”. – (სისხლი)
* * *
„ – ეს მზე ჯვარს იწერს ახლა, – თავისი განაგრძო სათუთიამ, – ჯვარს იწერს მთვარეზე და ჩვენ ყველანი დამსწრე ვართ ამ ამბის… გამრავლდება მერე ის მზე და აივსება ზუგდიდი ცა პატარა მზეებით და მთვარეებით, მერე ცაში რომ ვერ დაეტევიან, ფეხად ჩამოვლენ ის პატარა მზეეები და მთვარეები და ახლა მიწაზე დაიწყებენ გამრავლებას…
- თქვენი გვარი, პატივცემულო? – შეაწყვეტინა ექსტაზში შესულ სტუმარს სიტყვა თამადამ.
- შალიკაშვილი! – გულუბრყვილოდ უპასუხა სათუთიამ.
- ოხ, მე კოპერნიკი მეგონეთ, – უთხრა იროდი შელეგიამ, – ყველამ გაიცინა, ვინც გაიგონა. სათუთიას არ გაუცინია მხოლოდ”. – (ყანწი)
* * *
„საკუთარ ფიქრს სად გაექცევა კაცი?” – (სისხლი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უბრალოდ არაფერი ხდება ბუნებაში”. – (ჩიტი)
* * *
„ქალები მამაკაცებზე ადრე ეგუებიან ჭირს”. – (თემურ ლენგი)
* * *
„ – თქვენსას ჯვარი წერია, ბატონო ბედია, და ახლანდელი ახალგაზრდობა ისეა გაფუჭებული, ერთ ფეხის ნაბიჯზე არ ინდობვა. ყოველ წუთში თუ არ ადევნე თვალი, სად და რომელი სახლის კუთხეში გაიკეთებს მორფს და მოსწევს პლანს, ეშმაკმა იცის!” – (ჩიტი)
* * *
„ – ანგარიში და თვლა არ სცდონია შვილიშვილს, ქიშვარდი ბატონო, ასი რომ გყავდეს, მაინც ერთია თურმე”. – (სისხლი)
* * *
„ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო.
დედაშვილობამ ერთსა გთხოვ,
შენს მიწას მიმაბარეო
და რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო.
ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო, -
ასე ამბობდა აკაკი,
მის კალამს ვენაცვალეო”.