მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„ფრთხილად იყავი, როცა ვინმეს აქებ ან აგინებ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხომ გაგიგონიათ ანდაზა: ახალ ცოდვას ახალი სინანული უნდაო”.

* * *

„დღევანდელი კვერცხი გერჩიოთ ხვალინდელ ქათამს და ბეჭედს რომ გაძლევენ, თითი უნდა გაუწოდოთ, თორემ წამხდარ საქმეს რაღას არგებს თითზე კბენანი?”

* * *

„პირადად ჩემთვის ყველაზე უკეთესი დასვენება ის იქნებოდა, რომ რაიმე თავშესაქცევი ამბავი მომესმინა”.

* * *

„ძმებს შორის რომ ხვეწნა-მუდარაზე მიდგება საქმე, იქ უკვე ყველაფერი რიგზე ვერ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჩემი ხელობის კაცმა ყველაფერი უნდა იცოდეს”.

* * *

„მეგობარი რის მეგობარია, თუ თავისი რჩევით მტანჯველი განცდები ვერ გაგიქარწყლა, ან შენი სანუკვარი სურვილის ასრულებაში ვერ გიშველა”.

* * *

„ხდება ხოლმე, ერთ უბედურებას თან მეორე მოსდევს და ერთის დასასრული მეორე, უფრო უარესი უბედურების დასაწყისია”.

* * *

„თქმულა: დაყოვნებამ რა მიყო და თავბედი მაწყევლინაო”.

* * *

„მართალია, ჭეშმარიტი მეგობრობისთვის უცხოა ყოველგვარი ეჭვიანობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>