ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „მესამე გოგონა”
„მოხუცებს არ ახსოვთ ის, რაც გასულ კვირას, თვეს ან წელს მოხდა, სამაგიეროდ, ახსოვთ, რაც, ვთქვათ, თითქმის ოცი წლის წინ მოხდა. შესაძლოა, ისეთი ვინმეც ახსოვდეთ, რომელსაც არ სურს, ვინმეს ახსოვდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გოგონებს მოსწონთ ლამაზი მამაკაცები. არა, ნამდვილად მამაკაცური ხიბლის მქონე ან გონიერი, ან ელეგანტური მამაკაცები კი არა, არამედ ისეთები, თითქოს რესტავრაციის დროინდელი კომედიის გმირებს რომ ჰგვანან, ან კიდევ, ძალიან ფეთხუმები, მაწანწალებს რომ ჰგვანან და ყველაზე შავ სამუშაოს ჰკიდებენ ხელს”.
* * *
„ადამიანი ცნობისმოყვარე არსებაა”.
* * *
„მოდა ყველა დროში ახირებული რამ არის”.
* * *
„გოგონებს სჩვევიათ აურზაურის ატეხა არაფრის გამო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იქ, სადაც მკვლელოობა ხდება, ყველაფერია შესაძლებელი”.
* * *
„ – მშობლები დღეს გაცილებით ნაკლებად ახერხებენ ქალიშვილების გაკონტროლებას. ისეთი მდგომარეობა აღარ არის, როგორიც ძველ, დალაგებულ დროს იყო”.
* * *
„დღევანდელ ახალგაზრდობას ძალიან დიდი წარმოადგენა აქვს თავზე, სანამ სწავლას შეუდგებიან, ჰგონიათ, უკვე ყოვლისმცოდნენი არიან. რას იზამ, ახალგაზრდას მოხუცის სიბრძნეს ვერ მოსთხოვ!”
* * *
„ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”.
* * *
„ადამიანს ხანდახან რა არ წამოსცდება”. – (ავტორი გენია.ჯი)