ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობიდან – „შაბი მღვრიე წყალში”
„ – სულ არ იციან გოგოებმა ბიჭის სილამაზის გარჩევა. არ კმარა მარტო ბრიალა შავი თვალები, დახატული ტუჩ-პირი და კოხტა ქოჩორი.
ადამიანს საქციელი ალამაზებს, მხოლოდ საქციელი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნასწავლმა უსწავლელს ფეხი რომ დაადგას, ეს რა კაცობაა!”
* * *
„ვინ არ იცის, რა მიმზიდველია საიდუმლოება!”
* * *
„უმსხვერპლოდ ქვეყანაზე არაფერი კეთდება”.
* * *
„რა სხვანაირი იქნებოდნენ კაცები, ქალის გულში ჩახედვა რომ შეეძლოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ორს ერთმანეთი უყვართ, მესამე შუაში არ უნდა ჩაეჩხიროს!”
* * *
„გაფრენილ სიტყვას სინანული უკან ვერ დააბრუნებს”.
* * *
„ – ამას წინათ წიგნში წავიკითხე, სიყვარული ადამიანს ცაში აიყვანსო.
რა ვიცი, მე კი მგლის ორმოში ჩამაგდო და არ გამახარა”.
* * *
„ქალის ხელზე კოცნა თავადური საქციელია”.
* * *
„ადამიანს შეიძლება ბევრი რამ მიეტევოს, ფიცის გატეხა კი არა!” – (ავტორი გენია.ჯი)