ამონარიდები კონსტანტინე ლორთქიფანიძის მოთხრობიდან – „ორთაჭალელი მეთევზეები”

„ყველაზე მწარე ცრემლი უსამართლო მოპყრობამ იცის”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შურისძიებამ დიდი უგონო სიხარული იცის. ვერავითარი საღი აზრი და საბუთი იმ სიხარულს წინ ვერ აღუდგება”.

* * *

„პოლიტიკაში რა არის ტყუილი და რა არის მართალი, ამას მიამიტი კაცი დიდხანს ვერ გაიგებს!”

* * *

„გამცემი და არაკაცი ერთია”.

* * *

„მშიერი ხალხი თოფის წამალსა ჰგავს! ერთი პატარა ნაპერწკალი და ერთიანად იფეთქებს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხშირად ხდება ხოლმე, ღარიბი ნათესავი ყველას ბეზრდება”.

* * *

„ – ჯარში ხომ იცი, პური თუ გაქვს, ღვინო გაკლია. ღვინოს იშოვი და პური გამოგელევა… აბა! ასეა ცხოვრება მოწყობილი!”

* * *

„დიდკაცებს არ უყვართ, როცა მათ ნადიმს უბრალო მოკვდავები ესწრებიან”.

* * *

„რა გინდ პატარა არ უნდა იყოს საიდუმლო ამბავი, იგი მალე აახლოვებს ადამიანებს”.

* * *

„ – ჩვენ ყველას ჩვენი სასწორი გვიჭირავს ხელში. მისი ერთი ჯამი მუდამ სავსეა ჩვენი წუხილით, ტკივილით, შიშითა და უიღბლო დღეებით.

და ჩვენც წელებზე ფეხს ვიდგამთ,

ვიბრძვით,

ვეძებთ,

ისეთი რა დავდოთ მეორე ჯამზე, რომ ის გადაწონოს, – ჩვენი ვაებისა და გაჭირვების საწყაო.

თუ ეს ასე არ მოხდა, ძნელია მაშინ კაცის ცხოვრება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>