ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – „ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი”

„სიყვარულმა არ იცის დათმობა. სიყვარული სასტიკია. სიყვარული ერთს ამოგარჩევინებს, მეორე ან თავს მოიკლავს, ან ცოცხალ-მკვდარი ივლის ამ ქვეყანაზე”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის გული ბნელ ღამესა ჰგავს, რომელსაც გონება მაღლიდან მზესავით ანათებს მაგრამ, თუ გონება არ არის, მაშინ გარედან პატარ-პატარა ნათურებით ყიამეთს რა გაანათებს!”

* * *

„როგორი უსამართლოა ბუნება: ზოგს ხუთი შეყვარებული ჰყავს, ზოგს – არცერთი”.

* * *

„არაფერი ისეთი არ ხდება ამ ქვეყნად, რა არ მომხდარა”.

* * *

„უსიყვარულოდ ისე ჭკნება სიცოცხლე, როგორც ვარდი უწყლოდ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სამშობლოზე ყველამ უნდა იფიქროს, ყველამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. დიდი ადამიანი საუკუნეში ერთხელ იბადება. ამიტომ პატარამაც უნდა ასწიოს კუთვნილი ტვირთი”.

* * *

„ნამდვილი ცხოვრება დაფიქრებას, დაკვირვებას და ანალიზს მოითხოვს”.

* * *

„ასეთია ცხოვრება – ტოლი ტოლს ეძებს”.

* * *

„დრო ყველაფერს ცვლის”.

* * *

„ – არაფერი არ მინდა ცხოვრებაში: არც სახელი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც დროსტარება და ტკბილი ცხოვრება, სიყვარული მინდა, ნამდვილი, ძლიერი სიყვარული, თავს რომ იკლავენ, ისეთი სიყვარული”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება