ამონარიდები ბორის ჩხეიძის რომანიდან – „მწვანე ხოდაბუნი”

„გზას არავინ ეკითხება, სად უნდა მიიყვანოს მგზავრი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კანონი, იცოცხლე მკაცრი და სამართლიანია, თუკი ვინმე წამგლეჯის აღმოჩენას მოინდომებს, მაგრამ, როცა ხელი ხელს ბანს, კანონი უძლური ხდება”.

* * *

„სიგლახეს სანთელი არ უნდა აუნთოს კაცმა”.

* * *

„ – თვალხილულ ქვეყანას ვუცქერით. მარტო ამისათვის ღირდა დაბადება. სიხარული და მწუხარება ანგარიშში ჩასაგდები არ არის”.

* * *

„ქმარი – ქალისათვის სახელი და ტაძარია. ქმარი, ქმარი… ხმალია ქალის ხელში”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საქართველოში კეთილი ადამიანისათვის პურმარილი ვის დანანებია?”

* * *

„მიწა მარტო იმისათვის კი არ გაჩენილა, რომ ზედ სოკოებივით ამოვიდეთ, პატარა ხანს ვიცხოვროთ, მერე დავლპეთ, გაგვითხარონ სამარე და ღრმად ჩაგვფლან. მიწა ადამიანის დარჩენა-გაღორძინებისათვის, ჩვენი ერის გამოჩენისათვის მოგვცემია”.

* * *

„ნაძალადევ სიყვარულს გულში ვერ ჩაიკარებ”.

* * *

„ – ჩვიდმეტი წლის ქალის ქმარ-შვილში ჩაგდება ადრეა და კაცის გამეტებას ჰგავს”.

* * *

„წუთისოფელი მოკლეა. ყველაფერი წარმავლობის გზაზე დგას და მიდის თურმე დასასრულისაკენ უკანმოუხედავად, გარდუვალად”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება