ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„სახელმწიფო ხაზინას ხალხი ავსებს, მაშასადამე, უმთავრესობა და უპირველესობაც ხალხისა უნდა იყოს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხშირად მოხდება ხოლმე, წამოდგება ვინმე მდიდარი კაცი და ლანძღავს ახალს დროებას. ლანძღავს და რა ენით ლანძღავს! მე კი უცებ მომაგონდება, რომ ამ ვაჟბატონის პაპა და ბიძა სტაფილოს ქურდობისათვის გაწკეპლეს სწორედ იმ დროს, რომელსაც ასე შენატრის და სიცილს ვეღარ ვიკავებ: საკვირველ არიან, ადამიანო, საქმენი შენნი!”
* * *
„ჯანი იყოს, თორემ სიბერეს არა უჭირს რა”.
* * *
„მართლა უსინდისო, ქვეყნისა და ღვთის მტერი უნდა იყოს კაცი, რომ წმიდა ტაძარში იდგეს და ქადაგებდეს – უნდა ემორჩილებოდეთ და გიყვარდეთ ის, რაც დათრგუნვილი და გმობილი უნდა იყოსო”.
* * *
„ – მე ხომ არ გიშლი, შენ შენი აზრისა იყო, ჰო და ნურც შენა მწვდები ხოლმე ყელში, მე რომ ჩემი აზრი გამოვთქვა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკვდილს ყოველთვის მოესწრება ადამიანიშვილი”.
* * *
„ – ეჰ, შოველ, ღმერთს რომ სისულელე არ გაეჩინა, ხომ აღარც უბედურება იქნებოდა ქვეყანაზედ”.
* * *
„ბინდისას ჩიტიც კი თავის ბუდეს მონახავს”.
* * *
„ – სახელმწიფოს ხალხი ინახავს, დიდებულნი და წარჩინებულნი კი ღუპავენ და ძირს უთხრიან. სახელმწიფოს ხალხი ასაზრდოვებს და დიდებულნი კი სძარცვავენ. სათნოებას და პატიოსნებას ფეხქვეშ სთელავენ. სარწმუნოებას მასხრად იგდებენ! ღმერთიც კი აღარა სწამთ, უღმერთოდ მეტსა ვცოდავთო!”
* * *
„კაცი რომ კარგ ალაგს მოხვდეს, ფეხი უნდა მოიკიდოს”. – (ავტორი გენია.ჯი)