ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „მესამე გოგონა”
„ახლანდელი ქალიშვილები მშობლებს ხშირად უჩენენ თავსატეხს. პირდაპირ საოცარი ნიჭი აქვთ ათასგვარი უსიამოვნების გამონახვისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგს ასეთი რამ ახასიათებს. რა საშინელებებს აღარ ამბობენ საკუთარ თავზე და ეს სიამოვნებთ”.
* * *
„რა ფანტასტიკურ არსებებს არ შეხვდები დღევანდელ ახალგაზრდებში!”
* * *
„ადამიანს დრო ცვლის”.
* * *
„მართლია, მოხუცებს აქტიური მოქმედება არ შეუძლიათ, სამაგიეროდ აქვთ დიდი გამოცდილება, რომლის გამოყენება შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანი ზუსტად ისეთი არასდროს არის, როგორიც გვახსოვს. როდესაც წლები გადის, ჩვენ მას ისეთად წარმოვიდგენთ, როგორიც გვსურს, რომ იყოს და როგორიც გვგონია, რომ გვახსოვს. თუ გვინდა, სასიამოვნო, მხიარულ და მიმზიდველ ადამიანად გვახსოვდეს, გაცილებით მეტ კარგ თვისებასაც მივაწერთ ხოლმე, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა”.
* * *
„ადამიანებს არ უყვართ ვინმეს შებრალება ან როცა თავს დამნაშავედ გრძნობენ”.
* * *
„ადამიანები იშვიათად ითვალისწინებენ რჩევებს”.
* * *
„ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანები არასაიმედონი არიან. ყოველთვის ვერ ენდობი მათ ნათქვამს”.
* * *
„წარსულზე დარდი არ ღირს. მოდით, მომავალზე ვიფიქროთ”. – (ავტორი გენია.ჯი)