ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – „ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი”
„პატიოსნება და გარყვნილება ხშირად ნაბიჯ-ნაბიჯ დადიან. ზოგჯერ სწორედ პატიოსან, ანგელოზივით წმინდა ასულს გადაუცდება ფეხი, პატიოსნება, თანდაყოლილი, ბუნებითი სიკეთე ითრევს და ითრევს ცოდვის მორევში მანამ, სანამ სულ მთლად არ დაღუპავს.
მაგრამ არიან ეშმაკთან წილნაყარი, გულბოროტი გარყვნილი ქალები. ისინი შეგნებულად, წინასწარ მოფიქრებული გეგმით იწყებენ თავაშვებულ, გარყვნილ ცხოვრებას, დაუნდობელნი, სასტიკნი ხდებიან. მათ შეუძლიათ მამაკაცს ყველაფერი წაართვან: დაუნგრიონ ოჯახი, მოაკვლევინონ ცოლი, გააძევებინონ შვილები, მოიმსახურონ მანამ, სანამ არ მობეზრდებათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაჟკაცი სწორედ ასეთი უნდა იყოს: თავისი სიმართლის მედგრად დამცველი, მაგრამ ადამიანური სისუსტის ამღიარებელიც”.
* * *
„ადამიანი, მით უფრო მამაკაცი, ბუნებასა ჰგავს, დღეს მზიანი დღეა, ხვალ მოიღრუბლება, ზეგ წვიმა მოვა, მასზეგ შეიძლება თოვლიც მოვიდეს, არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს”…
* * *
„ქართველი კაცი ჭიშკარზე მომდგარ სტუმარს, თუნდაც მოსისხლე მტერი იყოს, არ ეტყვის – არ შემოხვიდე, უკან გაბრუნდიო”.
* * *
„უნაკლო, სრულქმნილი ადამიანი იშვიათია, შეიძლება არც არის ამ ქვეყანაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კალმის წვერი უძლურია აღწეროს სიყვარულის ზღვა”.
* * *
„დედაკაცი, დიაცი ოდითგანვე პატივისცემით იყო და არის გარემოსილი, მას ისედაც მძიმე შრომა დააკისრა განგებამ და კარადას არ ათრევინებენ ჩვენში. თუ სადმე ეს წესი დაირღვა და ტომარაგადაკიდებულ ქართველ ქალს ნახავთ, ეს სწორედ მრავალსაუკუნოვანი მონობის შედეგია, სხვათა ქვეყნებიდან, მოსული წესია, ბარბაროსთა ტომების დანატოვარია”.
* * *
„ხშირად, გული რასაც ამბობს, ენა ვერ ბედავს იმის თქმას”.
* * *
„ცხოვრება საათივით აწყობილი არ არის”.
* * *
„თუ მოტყუებაა, დამაჯერებლად უნდა მოატყუოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)