ამონარიდები რეზო ინანიშვილის მოთხრობებიდან…

„არწივები ძირს არ ეშვებიან!” - (სიზმარი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უადამიანოდ ყველაფერი ბრმაა”. – (მომღერალი სახლი)

* * *

„არავინ იმარჯვებს”… – რა საოცარი სათაურები იციან უცხოელებმა!” – (ტურები ჩირგვებში)

* * *

„ადამიანის ყვავილობა? როგორ იბერება კვირტობიდან რძის გადმონთქევამდე ძუძუნი ქალის, როგორ თრთიან და მღერიან მოსასვლელის მოსვლის სურვილით ბაგენი მისნი?!” – (დამალობანა ნიავთან)

* * *

„ალალმართალობა არასოდეს დაიკარგება”. – (დარეჯანი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – პიანინოზე დაკვრა ინტელექტუალური სამუშაოა, სხვა ფასი აქვს ხალხის თვალში”. – (ჩვიდმეტი წლისანი)

* * *

„ – გაკაფეს, ბატონო, ყველაფერი. ათი-თხუთმეტი წელიწადი და ხე აღარ დარჩება, სიცხეში რომ თავი შეაფაროს შეწუხებულმა კაცმა. სულ დაიხრამება ეს ფერდობები, ნიაღვრები წაიღებს ყანებს, უტყეოდ რაღა ქართული სოფელი იქნება ჩვენი სოფელი”… – (კედელი)

* * *

„ცხოვრება ტანჯვაა! ცხოვრება წამებაა!” – (მერი)

* * *

„ – ავააი! ამოიგმინებს შვილებმკვდარი ქართველი დედაბერი და უცებ აშკარა ხდება, როგორ შეიქმნა მითი ექოზე. შავი სამოსის ქვეშ აღარაფერია დარჩენილი გარდა ამ გმინვისა”. – (გმინვა)

* * *

„მოკვდა მოხუცი პეტრე. ივანე, მისი ძმაკაცი, მისი კბილა, მშვიდად დაჰყრდნობია ჯოხს და მშვიდი თვალებით უყურებს ახალგაზრდების ტირილსა და ქოთქოთს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>