ამონარიდები უილიამ ბეროუზის რომანიდან – „ჯანქი”
„არავინ არ იცის, ვისგან რას უნდა ელოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ზრდას შეწყვეტ, მოკვდები”.
* * *
„პლანი არავის უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ. არავინ მინახავს დაბოლებისგან გადარეული. პლანაქეშეები გულღიები და კეთილგანწყობილები არიან. მეტისმეტადაც კი. ვერაფრით მიმხვდარვარ, ხალხი, რომელიც პლანის მოწევასა და კრიმინალს შორის კავშირს ხედავს, ბოლომდე რატომ არ დგას თავის პოზიციაზე და ალკოჰოლის აკრძალვას არ ითხოვს. ყოველდღე უამრავი მთვრალი სჩადის ისეთ დანაშაულს, რომელსაც ფხიზელი არ ჩაიდენდა”.
* * *
„არსებობს რეცეპტის გამომწერი ექიმების ორი სახეობა. ერთი, რომელიც რეცეპტს მხოლოდ მაშინ გიწერს, თუ დარწმუნდება, რომ ნარკომანი ხარ და მეორე, რომელიც მხოლოდ მაშინ გიწერს, თუ დარწმუნდება, რომ ნარკომანი არ ხარ”.
* * *
„თუ კაცი მაინც უნდა ჩააყუდონ, აჯობებს, სასჯელის მოხდა პირდაპირ დაიწყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს რთული და მარტივი გზა რამის გასაკეთებლად”.
* * *
„როცა ერთი ადამიანი მეორეს პირველად ხვდება, რაღაც დროის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გრძნობებისა და პიროვნების იდენტიფიკაციის ინტუიციურ დონეზე აფასებენ”.
* * *
„ნარკომანი იმიტომ ხდები, რომ არავითარი მიზანი არ გაგაჩნია”.
* * *
„ზოგჯერ სწორ გზას მაინც აცდები ხოლმე, კაცი”.
* * *
„სისხლის სამართალი ის იშვიათი პროფესიაა, რომლის სპეციალისტისგანაც კლიენტი იღბალს ყიდულობს”. – (ავტორი გენია.ჯი)