ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ნურავინ დაიჩემებს, კალამი ხმალზე უმეტესიაო”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველივე დაფარულის გამომაჩინებელი და გამომამზეურებელი დრო სწორედ მაშინ გაგვიმჟღავნებს საიდუმლოს, როცა ყველაზე ნაკლებ მოველით”.
* * *
„არ შეიძლება მეგობრის მოშველიება იმ საქმეში, რომელიც არ ნებავს ღმერთს”.
* * *
„ამ ქვეყნად არ მოიძებნება ქალი და, მით უმეტეს, ლამაზი ქალი, რაგინდ პატიოსანი და კდემამოსილიც უნდა იყოს, ჩაცმა-დახურვა არ უყვარდეს და მორთვა-მოკაზმვაზე არ ელეოდეს სული”.
* * *
„ამბობენ, ცუდია ლაშქრისთვის უსარდლოდ და ციხესიმაგრისათვის უციხისთავოდ დარჩენაო. მე კი დავსძენდი, რომ კიდევ უფრო უარესია, როცა ახალგაზრდა ქმრიანი ქალი უქმროდა რჩება, თუკი რაღაც საგანგებო ვითარება არ მოითხოვს ამას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ხომ გაგიგონიათ: ორმაგად გასცემს, ვინც სწრაფად გასცემსო”.
* * *
„ – სხვისი დანაშაული რა ჩემი გადასახადია?”
* * *
„არ შეიძლება მისი დაგმობა, ვინც სურვიელი ლტოლვის გარდაუვალ კანონებს მისდევს, თუკი მის ლტოლვაში უკეთური არაფერი ურევია”.
* * *
„გონებრივ შრომას უპირატესობა ენიჭება ფიზიკური შრომის წინაშე”.
* * *
„სადაც ბრძანება საკმარისია, თხოვნა ნაკლებად ზედმეტია”. – (ავტორი გენია.ჯი)