ამონარიდები ბორის ჩხეიძის რომანიდან – „მწვანე ხოდაბუნი”

„ნათქვამია, მასპინძელი სტუმრის ვირიაო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხელებმა რომ წესიერად იმუშაონ, ამისათვის კაცს მხრებზე კომბოსტოსი კი არა, ჭკუიანი თავი უნდა ებას”.

* * *

„თუ კაცი ხარ, სათქმელი თქვი!”

* * *

„ცოლის შერთვა რომ ადვილი იყოს, მას ერთხელ არ დაუდებდნენ ადამიანს მის სიცოცხლეში”.

* * *

„უჭკუო და უგონო კაცი რთულ დავალებას ვერ იკისრებს და კვანძის გახსნის მაგივრად ძაფს უფრო დახლართავს, თეთრს გააშავებს, საქმეს გააფუჭებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვაი, სირცხვილო, ვაი, გარეთ ცუდად გატანილო ოჯახის სახელო!”

* * *

„ – ახალი ხალხი ახლა ცხენის ძალას ხმარობთ სიტყვაშია. ჩემ ახალგაზრდობაში არც ეს გამიგონია. მკლავისა და ხარის ქედის ძალას – ჰო, გაგიხარია, ვიცნობდი”.

* * *

„მიკიბ-მოკიბული ეშმაკის არის”.

* * *

„ერთი კაცის ან ბედი რაა, ან უბედობა რა უნდა იყოს”…

* * *

„გზად მიმავალი უსაუზმო კაცი არ ვარგა, ბრალია. კუჭცარიელას გავლილი მანძილი ღმერთმა შეარცხვინოს. უსაუზმოდ შინიდან გასულს ჯანი არა აქვს ძარღვში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება