ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – „ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი”
„ – თუ ადამიანი დაჩაგრული, შეურაცხყოფილი, მიტოვებული და გაბოროტებული გვეყოლება, ყოველგვარი მშენებლობა უქმია”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სექსუალურ ძალადობას ყოველთვის უძღვის წინ ქალის ერთი ნაბიჯი, რითაც შეგიძლია ის გაამტყუნო ან არ გაამტყუნო”.
* * *
„ნამდვილი სიყვარული უფრო ღრმაა, ვიდრე საწოლში წოლა”…
* * *
„გამოცდილება მეტის მომცემია, ვიდრე ყოველი კანონი”.
* * *
„ნათქვამია, წინა კაცი უკანას ხიდიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცოლი კაცმა თვითონ უნდა მოიყვანოს”.
* * *
„გოგო არ უნდა შეცდეს, გოგო არ უნდა მოტყუვდეს”.
* * *
„ძველისძველი სათნოებანი: სიკეთე, სიწმინდე, სიწრფელე სადღაც გამქრალა. უკეთურობანი: სიავე, სიცრუე, სიბილწე დამკვიდრებულა”.
* * *
„ – მრავალცოლიანობა უნდა დავუშვათ, ძმაო, ხომ ხედავთ, ვერ ვმრავლდებით.
- მრავალი კი არა, ერთიც ვერ შემინახავს, ერთმა შემჭამა”.
* * *
„ჩვენი ყოფა-ცხოვრების წესი და რიგი კანონიერ ცხოვრებას, კანონების დაცვას მოითხოვს ჩვენგან”. – (ავტორი გენია.ჯი)