ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„სულ არარაობას, მაინც ნაგვიანევი სჯობია”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არწივმა იცის, ზევით აფრინდება ცაში, ძალიან ზევით, რადგან ძალიან შორს შეუძლიან დანახვა და იქიდან უფრო ცხადად და გარკვევით ხედავს ქვეყანას”.

* * *

„ჯარი – ხალხის შვილია”.

* * *

„ – აბა, ცხოვრება ამასა ჰქვიან აი! ჩვენი კურთხეული მეფე თავის მეგობრებს უფრო კარგად ინახავს, ვიდრე მუშა კაცს თავისი მებატონე. რასაც ჩვენი მეფე თავის ქორ-მეძებრებზედ და მიმინოებზედ დახარჯავს, ქვეყანას რომ მოანდომოს, ღარიბი კაცი ძნელი საპოვნელიღა იქნება. მეფის კარს ხომ ათასობით და ათი ათასობით ირევიან დამშეული კეთილშობილნი და გაწუწკებულ ფინიასავით ელიან ნასუფრალს. იმასაც რაში ენანება ხალხის ფული? ჰყავს თავისთან და აქეიფებს! კარგსა სჭამენ და კარგსა სვამენ; კარგი აცვიათ და კარგი ხურავთ! ყრიან და სძინავთ! ჩვენ კი ოფლში ვიწურებით… ნეტავი ვისთვის?..”

* * *

„საშიში ბრძოლა და ჯარი კი არ არის, ან არა და რა შეუძლიან ჯარს, როდესაც მთელი ერი ერთი წადილით არის გატაცებული? ოღონდ ხალხმა გულით მოინდომოს რამე, ოღონდ ხალხში თანხმობა იყოს და იმაზედ მძლავრი აღარა არის რა! ქარი არ აათამაშებს ისე ადვილად ჰაერში ბუმბულს, როგორც ხალხი აიცლის თავის გზიდან ყველას, ვინც მის წინააღმდეგობას გაჰბედავს”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – რას იზამ, უბედურება ვის არ უწერია”.

* * *

„სულ უკანასკნელი, მშიერ-მწყურვალი და თითქმის ტიტველი ღარიბ-ღატაკიც კი ისე ამაყად შეჰყურებს ცას, თითქო გუშინდელი ქედმოხრილი ყმა კი არა, იმავ თაობითვე თავისუფალი კაცი ყოფილიყოს”.

* * *

„დიდებულნი ხალხისთვის ავის მეტს არასა ზრუნავენ”.

* * *

„ – ხალხს გვეუბნებიან, თქვენ პური რად გინდათ, მოთმინებაც გეყოფათ; პური იმას უნდა, ვისაც მოთმინება არა აქვსო”.

* * *

„ჩვენი აწმყო ძველმა შობა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>