ამონარიდები ნოდარ წულეისკირის რომანიდან – „ზესნახესა და ბუძგურიას სიყვარულის ამბავი”
„ – პატიოსნება, მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი მზითვია ქალისათვის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – საკვირველია, ღმერთმანი, ვინც არ სწავლობდა სტუდენტობისას, ყველა თანამდებობის პირი გახდა”.
* * *
„ძველს დროში მამაკაცს მძიმე ტვირთი აწვა მხრებზე, – დაიწყო დინჯად დოროთემ, – ცალ ხელში ხმალი ეჭირა, ცალში კი გუთანი. მამულის მხვნელ-მთესველიც და ხმლით დამცველიც ის იყო. დედაკაცს შვილების გაჩენა და აღზრდა ეკისრა. შვილების გაჩენას და აღზრდას ჩვენი წინაპრები უფრო ძნელ და რთულ საქმედ მიიჩნევდნენ, ვიდრე სამშობლოს ხმლით დაცვა იყო, ამიტომ მამაკაცს ხვნა-თესვაც უნდა ეტვირთა, ცხვარ-ძროხის მოვლა-პატრონობაც, სხვა საოჯახო საქმენიც. დედაკაცს კი ერთი, ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე ებარა: შვილების გაჩენა და აღზრდა. დღეს ვითარება შეიცვალა, ქალი მამაკაცს გაუთანასწორდაო და ყველა საქმე ქალს დავაკისრეთ, ვითომ ქალი ცხოვრების ფერხულში ჩავაბით, სამამაკაცო საქმენი ვაკეთებინეთ. განა ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა ნაკლებად იყო ჩაბმული ცხოვრების ფერხულში, ვიდრე რომელიც გნებავთ დღევანდელი მოღვაწე ქალი?…”
* * *
„ – პატივცემულო ბატონო, ჩვენო მომავალო რძალო, ერთი ეს მიბრძანეთ, ხელოვნების რა დარგი გიყვართ?… – შეკითხვა მოულოდნელი იყო. რა ეთქვა?… შეყოყმანდა ზესნახე.
- ლიტერატურა! – ზესნახეს მაგივრად მიუგო ბატონმა დოროთემ, – ქართველ კაცს ამ საკითხზე სხვა პასუხი არა აქვს. „ვეფხისტყაოსანზე” აღზრდილი ადამიანი, ვერ გაბედავს სხვა პასუხს”.
* * *
„გამარჯვებული ვაჟკაცი საამო საცქერია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქართველი ერი ისტორიულად თაყვანს სცემდა პატიოსან დედას. პატიოსანი ცოლი ქართველი კაცის ღირსებას სწევდა მაღლა”.
* * *
„ზედმეტი გულახდილობა სულის მანკიერი თვისებაა”.
* * *
„ადამიანის ცხოვრებაში ისეთი არაფერი მოხდება, გამოსწორება ვერ შესძლოს”…
* * *
„ბედი ხნავს და ბედი თესავს”.
* * *
„გაჩაღებული კოცონი სიკეთეა, სითბოს ამკვიდრებს გარეშემო, სიცოცხლესაც ჰბადებს… ლამაზიც არის, მიმზიდველიც: ტანაშოლტილი ცეცხლის ალები გარს უვლიან ცეკვით და შუაგულიდან ამობრიალებულ ალს ახელებენ. ისიც, მათი ეშხით მთვრალი, მაღლა და მაღლა მიიწევს, თითქოს ტანაშლილ ცეცხლის ალებს თავს აწონებსო.
თვალთა წარმტაცია აბრიალებული კოცონი, ამავე დროს, საოცარი გამანადგურებელი, გადამბუგველი, ნაცრად მქცეველი ძალაც გააჩნია, მიკარება არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)