ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „და აღარავინ დარჩა”
„ – რა გაუგონარი თავხედობაა! უცებ, არაფრიდან, დამნაშავეების იარლიყი მიაკერო ადამიანებს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ასეთები არიან ებრაელები, როცა ფულზე მიდგება საქმე – ყველაფერი იციან”.
* * *
„ადამიანები მალე გივიწყებენ ჩვენს დროში”.
* * *
„რას გაუგებ ერთბაშად გამდიდრებულ ხალხს”.
* * *
„ – მხოლოდ ღმერთმა იცის, სიკვდილი სად წამოგვეწევა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დღეს გვმართებს, მიმტევებელი ვიყოთ ნაკლოვანებების მიმართ”.
* * *
„ჩვენ დიდი სიჩქარეების ეპოქაში ვცხოვრობთ”.
* * *
„არის ისეთი დანაშაული, რომლისთვისაც დამნაშავეს პასუხისგებაში ვერ მისცემ”.
* * *
„მანიაკები უმეტესად წყნარი, მორიდებული, სასიამოვნო ხალხია”.
* * *
„ – თქვენ არ გჯერათ, რომ ცოდვილს უფლის რისხვა დაატყდება თავს? მე მჯერა.
მოსამართლემ ხელით ნიკაპი მოისრისა.
- ჩემო ძვირფასო მის ბრენტ, – თქვა მან და ხმაში დაცინვამ გაიჟღერა, – ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ განგება ბოროტმოქმედთა დასჯას ჩვენ, უბრალო მოკვდავებს, მოგვანდობს და ამ საქმეს ხშირად უამრავი დაბრკოლება აფერხებს, მაგრამ სხვა გზა არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)