ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „მესამე გოგონა”
„როცა ვინმე გძულს… სახიფათოა, რადგან არ იცი, რა შეიძლება გააკეთო”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გოგონები ხშირად იხიბლებიან ხოლმე სრულიად შეუფერებელი, ზოგჯერ კი სახიფათო ბიჭებით”.
* * *
„ – დრო იცვლება, მისტერ პუარო, ეს ცვლილება კი ადამიანისათვის ყოველთვის მოსაწონი არ არის”.
* * *
„ – რას იზამთ, ასეთ სასტიკ სამყაროში გვიწევს ცხოვრება… ან მე მეჩვენება ასე”.
* * *
„ადამიანს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს რაღაცის იმედი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თქვენც იცით, რომ ასე ხდება: ცდილობ, რაც შეიძლება ზუსტად აღწერო რაიმე და ამიტომაც უფრო მეტ სიტყვას იყენებ. თუმცა ჩემი აზრით, ეს მონაყოლს უფრო მეტ სიზუსტეს არ სძენს; მგონია, ადამიანი შეუგნებლად ამატებს მონაყოლს იმას, რაც ჰგონია, რომ დაინახა ან უნდა დაენახა, ან გაეგონა”.
* * *
„ზოგჯერ არ არის სასურველი ვიღაცის სისუსტეების სააშკარაოზე გამოტანა”.
* * *
„გარეგნობას ხშირად შეცდომაში შევყავართ”.
* * *
„წარსულთან ყოველთვის როდი შეგვიძლია კავშირის გაწყვეტა!”
* * *
„ადამიანს ხანდახან მართლა უჩნდება ცუდი წინათგრძნობა, მსგავსად ძაღლისა ან კატისა, რომლებსაც ჭექა-ქუხილის წინ აფორიაქება სჩვევიათ; იცის, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა ვერ ხვდება, კონკრეტულად, რა”. – (ავტორი გენია.ჯი)