ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „მრუდე სახლი”

„ჩვენ უცნაურ, დაძაბულ, „ყველაფერი სწრაფად გააკეთე” ატმოსფეროში ვცხოვრობთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ გააკეთოს, მისგან სულ რომ არ ელი, და საკმაოდ ხშირად ჩვენი წარმოდგენა ამა თუ იმ ადამიანზე სრულიად მცდარი აღმოჩნდება ხოლმე”…

* * *

„ჩვენში ბევრი სისასტიკეა… თუმცა, თითოეულში სხვადასხვანაირად. აი, რა არის საშიში… სხვადასხვანაირად სასტიკები ვართ”.

* * *

„როცა ახალგაზრდა, ოცდაოთხი წლის ქალი ოთხმოცი წლის კაცს მიჰყვება ცოლად, სავსებით ნათელია, რომ ამას ფულის გულისთვის აკეთებს”.

* * *

„წესიერების სახელით უამრავი მკვლელობა ჩადენილა ქვეყნად”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველთვის მძაფრ შეგრძნებას იწვევს შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავს და რომელზეც განუწყვეტლივ ფიქრობდი”.

* * *

„ყველაფერში შეიძლება ეჭვის შეტანა. ყოველთვის შეიძლება თავი წამოყოს გაუთვალისწინებელმა გარემოებამ, რომელიც ყველაფერს არევ-დარევს”.

* * *

„ – რატომღაც კაცებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ პირქუშ, უხეშ მამაკაცებს”.

* * *

„ამქვეყნად ყველაფერი იცვლება”.

* * *

„ძნელია გაჭირვებული ადამიანისთვის, ცდუნებას გაუძლოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება