ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„დღეს ქალი თავის ქმარ-შვილს თავისი ხელით ულესავს ხანჯალს და თვითონაც თან მისდევს, წადი იბრძოლე, იარას მე შეგიხვევ ჩემი ხელითო! ამას ქალი იშვიათად გააკეთებს ხოლმე, მაგრამ როდესაც ამას გააკეთებს, იქ მტერი უბრძოლველადაც დამარცხებულია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რადგან კაცი თავის ქვეყნის შვილია, მაშასადამე, მისი ყურმოჭრილი ყმა და მოსამსახურე უნდა იყოს”.
* * *
„სამართალი სამართალია! სამართალზედ უკეთესი ამ ქვეყნად არა იქნება რა”.
* * *
„ – ღმერთო, ნუთუ შეიძლება ასე ბრმად დაბადებულიყოს ადამიანიშვილი! ნუთუ ისე დაბერდება ეს უბედური, რომ გონება არ გაეხსნება?”
* * *
„ყველაფერი შეიცვალა და ქალები ისევ ისეთები არიან, როგორიც ყოველთვის ყოფილან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დღევანდელი დღის დამსწრეს წარსული ჭირი ლხინად მეჩვენება”.
* * *
„გახარებული კაცი ერთიასად ღონიერია”.
* * *
„განა ცხადი არ არის, რომ ხალხის წარმომადგენელი მართლა წარმომადგენელი უნდა იყოს იმ ხალხისა, რომელმაც იგი ამოირჩია?”
* * *
„ – აბა, კაცებო, ერთხმად! მტერს თვალები დავუყენოთ!”
* * *
„ – ვაღიარებთ, რომ იმათი სისხლი ჩვენი სისხლია და იმათი ხოცვა – ჩვენი სიკვდილი. ჩვენ, ქალები, დღეიდან ყოველთვის ხალხთან ვიქნებით და რაც შეგვიძლიან ბუნებისდა კვალად ერთგულად ვემსახურებით, რომ ჭირი შევუმსუბუქოთ. ამით ვაცხადებთ, რომ ხალხის წადილი ჩვენი წადილია და მისი მიზანი – ჩვენი მიზანი. ჩვენ ყოველთვის იქ ვიქნებით, სადაც სამშობლოს კეთილდღეობისთვის თავგანწირულნი ჩვენი ვაჟკაცნი იქნებიან და ვეცდებით ბარგის ზიდვაში, სურსათის მომზადებაში და დაჭრილთ მოვლაში მაინც გამოვადგეთ თავისუფლებისათვის მებრძოლთ. ვფიცავართ, სიკვდილს ვირჩევთ და ჩვენს შვილებს, ქმრებს და ძმებს არ ვუღალატებთ, რადგან ჩვენს შემარცხვენელ უმოქმედობას იმათთან სიკვდილი გვირჩევნია”. – (ავტორი გენია.ჯი)