ამონარიდები აგათა კრისტის რომანიდან – „მრუდე სახლი”
„ბევრი მკვლელი ყოფილა კარგი ადამიანი, როგორც შემდეგ მათი გაკვირვებული მეგობრები ამბობდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანთა უმრავლესობას შეუძლია თავი გაართვას ერთ სისუტეს, მაგრამ ორ სხვადასხვა სისუსტეს, ჩვეულებრივ, თავს ვერ ართმევს”.
* * *
„ – ხომ იცით, ეს იურისტები რა ხალხია. პირდაპირ პასუხს მათგან ვერასოდეს მიიღებ”.
* * *
„ – იცოდე, მკვლელობას ხშირად დილეტანტები სჩადიან”.
* * *
„ – ბავშვს, როგორც იცი, სურვილი მოქმედებაში სინდისის უქენჯნელად გადაჰყავს. ის თავის კატას უბრაზდება და ეუბნება, „იცოდე, მოგკლავ”, – ჩაქუჩს ურტყამს თავში. შემდეგ კი დიდხანს ჯავრობს, რომ კატა ცოცხალი აღარ არის. ბევრი ბავშვი ცდილობს, საკუთარი და ან ძმა საბავშვო ეტლიდან ამოიყვანოს და დაახრჩოს, რადგან ის მშობლების ყურადღებაში ეცილება, ან რაღაც სიამოვნების მიღებაში უშლის ხელს. ასაკის მატებასთან ერთად, ისინი ნელ-ნელა აცნობიერებენ, რომ ეს ცუდია, ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ ამას სასჯელი მოჰყვება. კიდევ უფრო მოგვიანებით, უკვე გულით იწყებენ შეგრძნებას, რომ არის რაღაცები, რაც არ უნდა გააკეთონ. მაგრამ ადამიანების ნაწილი ზნეობრივად მოუმწიფებელი რჩება. მათ გონებით ესმით, რომ მოკვლა არ შეიძლება, მაგრამ გულით ამას ვერ გრძნობენ. ჩემს პრაქტიკაში ერთი მკვლელიც არ ყოფილა, რომელსაც მართლა ტანჯავდა სინდისი… კაენის ბეჭდით დაღდასმულები სწორედ ეს ხალხია. მკვლელები ადამიანთა მოდგმისგან განცალკევებით დგანან, ისინი „სხვები” არიან… ჰო, მკვლელობის ჩადენა არ შეიძლება, მაგრამ ეს მათთვის მცნება არ არის. მათ შემთხვევაში ხომ მოკვლა აუცილებელი იყო, მსხვერპლმა „ყველაფერი გააკეთა ამისთვის” და ერთადერთი გამოსავალი დარჩათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არსებობს სიძულვილი – ეჭვიანობა, რომელსაც სიყვარული და იმედგაცრუება შობს”.
* * *
„ – ვფიქრობ, ადამიანები უფრო ხშირად იმას კლავენ, ვინც უყვართ, ვიდრე იმას, ვინც სძულთ. ალბათ, იმიტომ, რომ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გიყვარს, შეუძლიათ ცხოვრება მართლა ჯოჯოხეთად გიქციონ”.
* * *
„ადამიანი, რომელსაც რაღაც დასამალი აქვს, საკუთარ თავს ნებას არ მისცემს, ყველაფრის შესახებ ისაუბროს”.
* * *
„განა იძულება ნებისმიერი ფორმით მიუღებელი არ არის?”
* * *
„საშინელი განცდაა, წლების განმავლობაში რომ თავს ხელმოცარულად გრძნობ”. – (ავტორი გენია.ჯი)