ამონარიდები გუსტავ ფლობერის რომანიდან – „მადამ ბოვარი”

„უკვე წავიდა ის დრო, ბატონებო, როცა მოქალაქეობრივი უთანხმოებანი სისხლით ღებავდა ჩვენს საჯარო მოედნებს”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოხერხებული კაცი თავის გზას ყოველთვის იპოვნის ამქვეყნად”.

* * *

„განა სიყვარულს ისე, ვით ინდოეთის მცენარეს, საგანგებოდ შემზადებული ნიადაგი და განსაკუთრებული ჰავა არ ესაჭიროება?”

* * *

„რა საამოა, ცხოვრების სიავეთა შორის, ფიქრით ჭვრეტდე კეთილშობილ ხასიათს, წმინდა განცდებსა და ბედნიერების სურათებს!”

* * *

„არიან მარად წამებული არსებანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სად იპოვით თქვენ უფრო მეტ პატრიოტიზმს, ვიდრე სოფლებშია, სადაა იმაზე მეტი თავდადება საზოგადოებრივი საქმისადმი, ერთი სიტყვით, უფრო მეტი გონიერება?”

* * *

„მოვალეობა ისაა, რომ იგრძნო ყოველივე მაღალი, გიყვარდეს ყოველი სილამაზე და არა ის, რომ იწამო საზოგადოების ყოველი პირობითობა იმ სისაძაგლეებთან ერთად, რომლებსაც იგი გვკარნახობს”.

* * *

„ – მამაკაცი თავისუფალი მაინცაა, შეუძლია ყოველგვარი ვნება და ქვეყანა იხილოს, დაბრკოლებანი გადალახოს, თვით უშორეს ბედნიერებას მისწვდეს. ქალი კი ყოველთვის შეფერხებულია საკუთარი სხეულის უმწეობასა და კანონზე”.

* * *

„ – მორალი ორგვარია, ერთია მცირე, პირობითი, ადამიანების მორალი, რომელიც განუწყვეტლივ და დაუღალავად ამოიძახის საითგანაც ქვემოდან, მიწაში იჩიჩქნება, მეორე კი მარადიულია; იგი ჩვენს გარშემოა, ჩვენს ზემოთ, როგორც გარს შემორტყმული ბუნება, როგორც ლურჯი ცა, რომელიც გვინათებს”.

* * *

„განა არის თუნდაც ერთი გრძნობა, რომელიც საზოგადოებამ არ დაძრახოს? თვით უკეთილშობილეს მისწრაფებას, უწმინდეს სიმპათიას იგი სდევნის და აძაგებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>