ამონარიდები ართურ კონან დოილის რომანიდან – „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”
„თურმე, როცა კაცი ბერდება, მასში სამშობლო მიწის ყივილი ყველა სხვა გრძნობას სჯაბნის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ქალები, რომლებიც კუროებს ყველას და ყველაფერს ანაცვალებენ”.
* * *
„ – დიდი ხანია ჩემთვის აქსიომად არის ქცეული, რომ წვრილმანი ამბებიდან დიდი დასკვნების გამოტანა შეიძლება”.
* * *
„უჩინარი არაფერი ყოფილა ამ ქვეყნად”.
* * *
„დაიხსომეთ, რომ საერთო შთაბეჭდილება დიდად მაცთუნებელი რამეა. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დეტალებზე უნდა გადაიტანოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ამბავი გულს ეხება, ყველასათვის ერთნაირი წამალი არ გამოდგება”.
* * *
„ქალი თავის ოჯახურ წრეშიაც ბედნიერი უნდა იყოს”.
* * *
„ – თუ გახსოვთ ირანული, ერთი ძველი, ბრძნული გამონათქვამი არსებობს: „საფრთხეში ის აგდებს თავს, ვინც ვეფხვს ბოკვერს წაჰგვრის, მაგრამ ნაკლებ საფრთხილო როდია ქალს თავისი ცთომილება წარსტაცო”.
* * *
„ადამიანები საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ყოველთვის როდი ვართ”.
* * *
„აზრთა საგანძური მსოფლიოს ყველა კუთხეში ერთნაირად არის საძიებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)