ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობიდან – „ხევისბერი გოჩა”

„კაცის ენას რაი არ შეუძლიან”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა”…

* * *

„ – მოძმეთ მოღალატე სიცოცხლის ღირსი არ არის!”

* * *

„ – ჰაი, ჰაი, რომ ნებისნებად კაცის სიკვდილი არ ვარგა, ცოდოც არის, მაგრამ როცა კაცს გაუჭირდების, არამც თუ ცხოსა, თავსაც კი მოიკლავს ხოლმე”…

* * *

„ვინ იცის, რაი შეგემთხვევა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – რამდენადაც ბრძოლა გაცხარდების, რამდენადაც საქმე გაჭირდების, იმდენადაც გამარჯვებას მეტი ფასი ექნების… რაი ვუყოთ, რომ ერთზედ ათი მოვა?! ასიც მოვიდეს, მაინც გამარჯვება ჩვენი იქნების, იმად რომ ჩვენ ღმერთთანაც და კაცთანაც მართალნი ვართ… ჩვენ გვიცვივიან სახლში, ჩვენ გვიპირობენ აკლებას, ჩვენს დედაკაცებს გაწბილებას და ამგვარი საქმის საწინააღმდეგოდ სიკვდილი, ღვთის მადლმა, სანეტაროც არის!..”

* * *

„კაცის შემოკდომა უბედურებაა”.

* * *

„მაშ ძმა რაისია, თუ გაჭირვების დღესაც ძმას არ მიეშველების?..”

* * *

„ – ღმერთი დიდია და გულუხვი!.. თავის გაჩენილს კიდეც დაარჩენს”…

* * *

„კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>