ლენინგრადის ბლოკადა – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში, მთელი 872 დღის განმავლობაში ბლოკადის ქვეშ მოქცეულ ლენინგრადის მაცხოვრებლებს უკიდურეს განსაცდელში მოუხდათ ყოფა-ცხოვრება. შიმშილი… აი, რა იყო ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ალყაშემორტყმული ქალაქისათვის. (ავტორი გენია.ჯი) ამ ვერაგმა და დაუნდობელმა გრძნობამ ადამიანისა, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი კანიბალობამდეც კი მიიყვანა, რაც იმ პერიოდში ყველასათვის ცნობილ ფაქტს წარმოადგენდა. მათ შორის მთავრობისთვისაც.
მას შემდეგ, რაც მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, „წითელი იმპერიის” ხელისუფლების დავალებით გენპროკურატურამ იმ ხალხის გასამართლება გადაწყვიტა, რომლებიც ბლოკადის დღეებში კანიბალიზმით იყვნენ დაკავებული. რამდენიმე წყაროს მტკიცებით, კანიბალიზმში ბრალდებულთა რაოდენობა 2 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა. მათი სიმრავლიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა ისინი ორ კატეგორიად დაჰყო – პირველი: ვინც ცხედრებით იკვებებოდნენ; მეორე: ვინც ცოცხალ ადამიანებს იმეტებდნენ შესაჭმელად (30 დამტკიცებულ შემთხვევაში დედებმა საკუთარი ჩვილებიც კი გაგუდეს „გასაგები მიზეზების” გამოისობით, რათა სხვა შვილების სიცოცხლე ეხსნათ).
ის დამნაშავეები, რომლებიც პირველ კატეგორიას მიაკუთვნეს, სასამართლომ მრვალაწლიანი პატიმრობით დასაჯა, ხოლო ისინი კი, რომლებიც მეორე კატეგორიაში აღმოჩნდნენ, მართლმსაჯულებამ – დახვრეტას დაუქვემდებარა. – (ავტორი გენია.ჯი)