ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ქუდიც არის და ქუდიც, საქმე ის არის, ვისა ხურავს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ის ვიცი, რომ ლაქიის სალამს და პატიოსანი კაცის შრომას ერთი და იგივე ფასი არ უნდა ედვას!”
* * *
„ყველას თავისი ნიჭი აქვს”.
* * *
„ – ისწავლე შვილო! ეცადე კაცი გახდე! უცოდინარი კაცი კაცი კი არა, პირუტყვია, პირუტყვივით უბედური! პირუტყვივით შრომობს და სულ სხვისთვისა კი შრომობს”.
* * *
„ – ასეა თურმე! ჯერ წესისამებრ მოწყობილი ცერემონიები და მერე, თუ დრო და მოცალეობა დარჩა, საქმე. ჩვენდა სამწუხაროდ, იმდენი დრო უნდებათ ამ ცერემონიებისთვის, რომ სახელმწიფო საქმისთვის და გაჭირვებულ ხალხისთვის ვეღარ მოუცლიათ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იცით რა სამაგალითო მამულიშვილნი არიან ღარიბ-ღატაკნი, რა გულწრფელი პატრიოტები არიან! ხომ შიმშილით იხოცებიან, ხომ ლუკმაპურის ნატრულნი არიან და უპირველეს ყოვლისა თავიანთ უფლების მოპოვებასა ცდილობენ. საქმე ის არის, ჩვენც ადამიანის უფლებანი გვქონდეს და სხვა ყველა ადვილია”.
* * *
„ამომრჩევლებს ცარიელი სიმართლის გარდა არა შერჩებათ რა ხოლმე ბოლოს ხელში. და ცარიელი სიმართლე თუ გინდა გალესე და დალიე!”.
* * *
„რა დაბარება უნდა კალიას – მოდი და ყანას დაეციო?!”
* * *
„ – დაგიწესებიათ – თავადაზნაურნი და ხალხიო, ბატონები და ყმანიო! რად არის ეს განსხვავება? რით აღემატების ერთის შვილი მეორის შვილს? რით სჯობია ერთის შთამომავალი მეორისას? იქნება ისინი ღვთის შთამომავლობისანი იყვნენ და ჩვენ მხეცებისა? აი, თუ შეგიძლიათ ეს აგვიხსენით”.
* * *
„ – ჩვენ იმისთანა ყოფაში ვართ, რომ დიდი სიმშვიდე და წინდახედულება გვმართებს!” – (ავტორი გენია.ჯი)