ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„ქრისტეს მაგალითს ნურვინ უღალატებს: ის არც დიდებულებთან დაიარებოდა, არც მღვდელმთავრებთან, არამედ მარტო ხალხთან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საშინელებაა გამოუცნობი ამბის მოლოდინი!”
* * *
„ამპარტავნებამ დაღუპა თვით სატანა და უფსკრულში შთააგდო იგი. ამპარტავნება ისე დააბრმავებს ხოლმე კაცს, რომ თავის ცხვირს იქით ვეღარას ხედავს, და საცა უსამართლო და სამარცხვინო არის რამე, სწორედ იქით მიჰყავს უბედური!”
* * *
„კონსტიტუციას ხალხის სიკეთე უნდა ჰქონდეს საფუძვლად დადებული”.
* * *
„განა ხალხის გული ერთი და იგივე არ არის, ანაფორით იქნება იგი დაფარული თუ გლეხკაცის დაგლეჯილი კონკებით? განა მღვდელი ხალხის შვილი არ არის?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რას იზამ, კარგი აზრები ერთად არ მოვლენ თავში”.
* * *
„გაიძვერას ისე არაფრის ეშინიან, როგორადაც პატიოსან კაცთა შეერთებისა”.
* * *
„აღელვებული ხალხისთანა საშინელი არა იქნება რა! თუ ერთი მოთმინებიდან გამოვიდა, სრულიად აღარა მოაგონდება-რა და აღარც სარწმუნოებას დაერიდება, აღარც ადამიანის განკიცხვას და სიბრალულს”.
* * *
„ – ჩვენს ხალხს ოღონდ ოქრომკერდით მორთული ლაქია დაანახვე, და ეგონება ციური არსება არისო”.
* * *
„ფული სულია ომისა”. – (ავტორი გენია.ჯი)