ამონარიდები ბორის ჩხეიძის რომანიდან – „მწვანე ხოდაბუნი”
„ეჰ, ძილით აშენებული კაცი არავის უნახავს ჯერ”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იმისთანა ვაჟკაცი არ გაგვიგონია, დაწუნება არ ეთაკილებოდეს, მაგას არ წავყვები და გაუთხოვარი კი დავრჩებიო”.
* * *
„ხშირად, ძალიან ძნელი და აუტანელია მარტოობა”.
* * *
„ზოგი ქალი ისეთია, თუნდაც სიპ ქვაზე დასვი, მაინც წყაროს წყალივით წამოიყვანს ოჯახს წინ”.
* * *
„ – სხვა არა იყოს რა, ერთიმეორის მკვდრისათვის პეშვი მიწა არ უნდა დაგვენანოს მისაყრელად. რაც არ უნდა დავუშავოთ ერთმანეთს, მაინც ერთი სოფლის შვილები ვართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კარგია, საჭიროა დასვენება. რა სჯობია წამოწოლას”.
* * *
„ – რაღა მკვდარი, რაღა შინ მიუსვლელი”.
* * *
„მოგეხსენებათ, სული ტკბილია. მას ადვილად ვერ გაიმეტებ. მაშ, ვინც მას შეგარჩენს, შეგიყვარდება კი არა, იმ შენს სიცოცხლეს მის სამსახურში დალევ”.
* * *
„ეს რა ყოფილა წუთისოფელი”. – (ავტორი გენია.ჯი)