ამონარიდები ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან – „მოძღვარი”

„კაცს გული დახურული იმადა აქვს, რომ შიგ ყველამ ვერ ჩაიხედოს”… – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – დედაკაცი და ცხენი ერთია – მათრახი კი ორთავესთვის გაჩენილი!”

* * *

„მარტო ქალი ბეჩავია”.

* * *

„ – ასეთია კაცის სიცოცხლის გაზაფხული! მისი სტუმრობა ისე ძნელია, ისე იშვიათი, რომ როდესაც ეწვევა ვისმე, ყველას და ყველაფერს გადაავიწყებს”.

* * *

„დედისთანა ტყუილია, ღვთის მადლმა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი უბედურებას მალე ეჩვევა. გამწარებული სიცოცხლე გულს უთვისდება; რაც უწინ შეუძლებლად ეჩვენება, უბედურებაში ვეღარ ამჩნევს”.

* * *

„ხალხი ცოდვილია და მხოლოდ ღმერთი – შეუცდომელი”…

* * *

„ნუ დაივიწყებ ძუძუს, რომელმაც გაგზარდა, ნუ  დაივიწყებ გულს, რომელიც შენმა მოშორებამ ააღელვა!..”

* * *

„შერცხვეს ის კაცი, ვისაც იარაღი ხელში უჭირავს და შერიგებას უბნობს”.

* * *

„მორიდება წესია და ადათი!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება