ამონარიდები ართურ კონან დოილის რომანიდან – „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი”
„როცა კაცი იარაღასხმულია და გებრძვის, მისი მოკვლა ცოდვაც არ არის, მაგრამ უიარაღო, დამარცხებული ადამიანის დასჯა განზრახ მკვლელობას ჰგავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოჩვენებათა და ზმანებათაგან ყველაზე ცუდი მოსაგონარი ძველი სიყვარულის გახსენებაა”.
* * *
„შეგიძლიათ ენდოთ იმ კაცის სიტყვას, ვისაც ამქვეყნად ბევრი რამ უნახავს და გადახდენია”.
* * *
„ – გამდიდრებამ პატივმოყვარე გამხადა”.
* * *
„ადამიანის ორგანოთა ერთი ნაწილის სისუსტეს ხშირად თანს სდევს სხვა ორგანოთა მოჭარბებული ძლიერება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სანდო ამხანაგი მუდამ საჭირო და სარგებლის მომტანია”.
* * *
„უფლებებზე ლაპარაკი ძალიან ადვილია”.
* * *
„ – შვილო ჩემო, თუ ფული გაქვს და მისი გამოყენება იცი, ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა შეგიძლია”.
* * *
„მკვდარი კაცის წინააღმდეგ არცა ღირს რამე ცუდის გამოქექვა”.
* * *
„ისტერიული სიცილი ძლიერ ადამიანებს ემართებათ ხოლმე მაშინ, როცა რაიმე დიდი კრიზისი აქვთ გადატანილი”. – (ავტორი გენია.ჯი)