ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„შემოდგომის ბუზისთანა თამამი და თავხედი არა იქნება რა, ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შორს ჩვენგან, ცრუ პატრიოტები!”
* * *
„რაცა კაცსა ღმერთმან მისცეს, საქმე ის არის იმის მადლიერი იყოს და… ცდილობდეს კიდევ სხვაც შეიძინოს რამე”.
* * *
„კაცს ყოვლად სამართლიანი ღმერთის იმედი რომ არა ჰქონდეს, ცოდოს არავის შეარჩენს”.
* * *
„ქვეყნის მოღალატენი ყოველთვის იქნებიან და ყოველთვის იმას ეცდებიან, თავიანთი დღენი განცხრომით და ქეიფით გაატარონ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაი საწყალი კაცის ბრალი”.
* * *
„ – თავად-აზნაურობა რევოლუციამ დაღუპაო! რევოლუციამ კი არა, თავისმა უსინდისობამ და უპატიოსნობამ დაღუპა. იმათ რომ ცოტა რამ პატიოსნბა ჰქონოდათ, ხომ არც რევოლუცია მოხდებოდა!”
* * *
„ამქვეყნად ყველგან ერთი და იგივე ცოდო ტრიალებს”.
* * *
„ხალხისთანა მინდობილი არა იქნება რა: ისე ადვილად ივიწყებენ ყოველგვარ შეურაცხყოფას, თითქო ბავშვიაო. ოღონდ მოთმინებიდან კი ნუ გამოიყვანენ!”
* * *
„ – უბედურებაც ის არის, რომ ზოგიერთებს სულის ცხონებასავით ენატრებათ არეულობა”. – (ავტორი გენია.ჯი)