ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„სიმართლეს დამალვა არ უნდა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხშირად მხეცი არ ჩაიდენს იმას, რასაც ადამიანი!”
* * *
„საშინელს სანახავს ადამიანი მარტო მაშინ დაივიწყებს, როცა გულზედ მიწას დააყრიან”.
* * *
„რაკი კაცს ძილი მოერევა, აღარც რასმე გაიგონებს და აღარც დაიხსომებს”.
* * *
„ – ღმერთი სამართლიანიაო, იტყვიან. მაშ, რაზედ ამოახოცვინა იმოდენა ხალხი და ჩვენი ჯარი? სამართლის მეტს ხომ არასა ითხოვდნენ, ის ბედშავნი?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნებრივი გრძნობა ერთი ასად უფრო ძლერი ყოფილა, ვიდრე აზრებისა და მიმართულების განსხვავება”.
* * *
„ – შიში თქვით, თქვენა, შიში!”
* * *
„ჯარისკაცმა თავის დღეში არსად არ უნდა შეარცხვინოს თავისი ქვეყნის დროშა”.
* * *
„განათლებამ ხალხს ყველგან თავისი სხივი მოჰფინა”.
* * *
„ღმერთმა ნუ გაგვაგონოს მოსაკლავად განწირული ადამიანის სასოწარკვეთილი მხეცური ბღავილი!” – (ავტორი გენია.ჯი)