ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”

„ – რამდენსაც გნებავთ დაგისახელებთ ცრუ პატრიოტებს, რომელთაც დღესვე ცხონებასავით ენატრებათ ბატონობა, და რომ შეიძლებოდეს დღესვე უარს იტყოდნენ თავიანთ დედ-მამაზედ, გულს ნაწყალობევი ორდენებით დაიმშვენებდნენ, ჯიბეში ნაწყალობევ პენსიას ჩაიჩხრიალებდნენ, თავის მოძმე კაცს ბატონკაცურად შეტუქსავდნენ, და სულით ხორციანად თავს გაიყიდიდნენ, რომ ღირდნენ რათმე და ფასის მძლეველი ჰყავდეთ ვინმე, თუნდა ეშმაკი იყოს იგი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არსებობენ ისეთი უნამუსოებიც, რომელთათვისაც მართალი გამარჯვებულია, და საცა ძალოვანს ნახავენ ვისმე, ისინიც იმას მიემხრობიან, ფიანდაზად ეგებიან, და ქება-დიდებას უკმევენ; დროზედ და უდროვოდ ყველგან იმათ ქებაში არიან და ცამდე აჰყავთ იმათი გონება, წინდახედულობა, სამართლიანობა და ქველობა. რომ დაუკვირდეს კაცი, შეეზიზღება ეს უნამუსონი, რადგან ყოველ იმათ სიტყვაში ცხადად გამოიხატება იმათი გულის პასუხი: ჩვენ შენთანა ვართ, რადგან ძლიერი ხარ, და სუსტი რომ ყოფილიყავი, პირველად ჩვენ გაგთელავდით ფეხის ქუსლითო”.

* * *

„საკუთარ კერას მოშორებულს ისე არ ასიამოვნებს რა, როგორადაც შინიდან მიღებული ძღვენი, თუნდაც ერთ გროშადაც არა ღირდეს იგი”.

* * *

„ – ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა! მრეცხავთან, ხარაზთან, თერძთან და ყველგან ფული, ფული და ფული!”

* * *

„დეპუტატობა სამსახური კი არ არის, – დეპუტატობა ხალხის მინდობილობა არის და ნამდვილი ხალხის შვილი – დეპუტატი – თავის გამდიდრებას კი არა, ხალხის სამსახურს უნდა ცდილობდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„საფრანგეთი ჯერ პარიზში დაიმშევა ხოლმე”.

* * *

„ძმობა და ერთობა იმათთვის არის, ვისაც დასაკარგავი აქვს რამე და ეშინია არ წამართვანო!”

* * *

„მომავალი იმისია, ვინც დღეს გაიმარჯვებს!”

* * *

„ისეთები უფრო მრავლად არიან, სხვებს რომ წააქეზებენ – აბა, ბიჭებო, მომყევითო! და თვითონ კი სხვებს ზურგს უკან ამოუდგებიან!”

* * *

„განა ჩვენ კი ყველანი წმინდა წყლისანი ვართ?” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>