ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ – შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ მეწყინა, სანჩო, რომ ხალხში გითქვამს და, თურმე, ახლაც ლაპარაკობ, ვითომ ძალით მოგწყვიტე ოჯახს; თითქოს მე კი არ მიმეტოვებინოს ჩემი სახლ-კარი. აკი, ერთად წავედით, ერთ გზას ვადექით და ჭირსა და ლხინსაც ერთადვე ვიზიარებდით. შენ თუ ერთხელ გაბურთავეს ფარდაგით, სამაგიეროდ, მე ასჯერ მიმბეგვეს: მთელი ჩვენი მოგზაურობის განმავლობაში მხოლოდ ეს იყო ჩემი უპირატესობა შენს წინაშე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ჩემის აზრით, არ არსებობს საერო ისტორია თავისი აღმართ-დაღმართის, აღზევებისა და დაცემის გარეშე. ისტორია არ შეიძლება, მარტოოდენ მტერთა ძლევით და გამარჯვებებით იყო სავსე”.
* * *
„ხალხი ჭრელია და გემოვნებაც ათასნაირი არსებობს”.
* * *
„მოვა დრო, როცა ყველაფერს გულდასმით ავწონ-დავწონით და თავის ადგილსაც მივუჩენთ”.
* * *
„ – ტყუილად არ უთქვამთ: „თუ ძროხის ჩუქებას გპირდებიან, თოკის მოსატანად გაიქეციო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ძალაუფლება ზნეს უცვლის კაცს და გუბერნატორი რომ გახდები, ადვილი შესაძლებელია, მშობელი დედაც ვეღარ იცნო”.
* * *
„ღმერთს ამ ქვეყნად ყველაფერი ესმის”.
* * *
„ყველაზე უკეთესი საკაზმი შიმშილია და, რაკი ღარიბს, ღატაკსა და გაჭირვებულს შიმშილი არასოდეს მოეშლება, ამიტომაც არის, რომ ყოველთვის მადიანად ილუკმებიან”.
* * *
„ – რას იზამ, ხომ გაგიონია: „საითაც მეფეს ნებავს, კანონიც იქით გადაიხრებაო”.
* * *
„რაც გმოსავს, იგივე გაშიშვლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)