მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„ცოლ-ქმარს შორის ყოველთვის თანასწორობის მომხრე ვიყავი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოშურნეებისაგან ვერავითარი სვებედნიერება ვერ იხსნის კაცს”.

* * *

„კაცი რომ თავისი თხზულების გამოქვეყნებას დააპირებს, ამით ყოველთვის დიდ საფრთხეში იგდებს თავს, ვინაიდან არ არსებობს ისეთი თხზულება, ყველას ერთნაირად რომ მოსწონდეს. ასე რომ, ჩემი ისტორიაც ბევრს ვერაფრად ეჭაშნიკება”.

* * *

„მე მხოლოდ ჩემი მშობლიური ენისა მესმის”.

* * *

„უხეირო ნადავლს ხეირიანის მოლოდინი სჯობია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მოვკვდები და ხალხს კი ჩემზე არ გავაცინებ”.

* * *

„ნამდვილი მეოჯახე ქალი ფეხმოუცვლელად შინ უნდა ტრიალებდეს, გასათხოვარი ქალიშვილისთვის ხელსაქმე დღესასწაული უნდა იყოს”.

* * *

„რასაც ვამბობ, ღვთის ნებით ვამბობ და მეც მეტი არა მინდა რა”.

* * *

„ვინც რამეს იგებს, არაფერს აგებს”.

* * *

„სიმდიდრის მფლობელს მისი ფლობა კი არ ანიჭებს ბედნიერებას, არამედ ხარჯვა, თუმცა ხარჯვასაც გააჩნია: კი არ უნდა ფლანგავდე და ქარს ატანდე, არამედ კეთილ საქმეს ახმარდე მას”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება