ამონარიდები სერვანტესის რომანიდან – „დონ კიხოტი”
„ღვთის მეტმა არავინ იცის, რა მოელის ამ ცოდვილ ქვეყანას, ურვისა და უსასოობის წყეულ სამყოფელს, სადაც ყველაფერი სიავით, სიმდაბლითა და ვერაგობითაა სავსე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სახელის მოხვეჭის სურვილი წარმოუდგენლად მძაფრია ჩვენში”.
* * *
„გიჟი იმის გიჟია, რომ ყველაფერს უკუღმა უყუროს და უკუღმართადაც სჯის, თეთრი შავად ეჩვენება, შავი კი თეთრად”.
* * *
„ყოველნაირ ხუმრობას თავის დრო აქვს, თორემ ისე – უაზრო და უადგილოა”.
* * *
„ამ ქვეყნად ყველაფერს ეშველა, სიკვდილის გარდა, ვის უღელშიაც, ადრე თუ გვიან, ყველანი გავყოფთ თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჭაში რომ სათლი ჩაგივარდეს, თოკიც არ უნდა მიაყოლო ზედ”.
* * *
„ – ჩემი ბატონი ნამდვილი დასაბმელი გიჟია და, კაცმა რომ თქვას, არც მე ვარ იმაზე ნაკლები, თორემ რა ჯანდაბა მინდა, ლანდივით რომ დავდევ უკან და ყურმოჭრილ მონასავით ვემსახურები? ტყუილად ხომ არ უთქვამთ: მითხარი, ვისთან მეგობრობ და გეტყვი, ვინა ხარო”.
* * *
„დიდება ერთგვარ უკვდავებად ესახებათ მოკვდავთ, რომელნიც მას თავიანთ საგმირო საქმეთა ერთადერთ ღირსეულ ჯილდოდ თვლიან”.
* * *
„ – კომედიანტებს ჩემი მტერი გადაეკიდა: თავგასული ხალხია, იმიტომ, რომ ყველა მათ სწყალობს. ერთ ამისთანა ტაკიმასხარას თვითონვე ვიცნობდი; ციხეში უპირებდნენ ჩასმას: ორი კაცი ჰყავდა მოკლული, მაგრამ ისე გაათავისუფლეს, რომ ჯარიმაც კი არ გადაუხდევინებიათ. უნდა მოგახსენოთ, თქვენო მოწყალებავ, რომ ეს ვაჟბატონები დიდი ჭკუამხიარული და დროსტარების მოყვარე ხალხია. ამიტომაც ყველანი მფარველობენ, ესარჩლებიან, თავდებად უდგებიან და ხელს უმართავენ, მეტადრე, თუ სამეფო დასს ეკუთვნიან”.
* * *
„ – ღმერთმანი, მართალი უთქვამთ, ცაში მფრინავ წეროს შამფურზე წამოგებული წიწკანა გერჩიოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)