მიგელ დე სერვანტეს საავედრა წერდა…

„თუ სიყვარულის საგანი ღირსია ჩვენი ტრფობისა, მის მიერ მოყენებულ ტკივილს უდიდეს წყალობად უნდა ვთვლიდეთ და არა უბედურებად”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პირიან მევალეს გირაო ვერ შეაშინებს”.

* * *

„ხომ გაგინონიათ, შინ თუ პურის ყუა გიდევს, გარეთ ხაჭაპურს ნუ დაეძებო”.

* * *

„იმნაირი შვილები, რომლებსაც არაფერი ჩაუდენიათ ისეთი, რომ დედ-მამა სახოტბო სიტყვებით შეამკონ, – გინდ გყოლიათ და გინდა არა”.

* * *

„ოფლითა პირისა თქვენისაითა მოიპოვეთ პური თქვენიო – ეს ხომ ერთი საშინელი წყევლაა, რომლითაც უფალმა ღმერთმა შეაჩვენა ჩვენი წინაპრები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიმაძღრე უფრო ასატანს ხდის უბედურებას”.

* * *

„თუმცა ჩემს სულში ღრმად გაუდგამს ფესვი სიმწარეს, სიდუხჭირეს და მწუხარებას, ჩემს არსებაში ჯერ კიდევ არ ჩამქრალა სიბრალული მოყვასთა უბედურების მიმართ”.

* * *

„ძლეულის ბედ-იღბალს გამარჯვებული ისე გადაწყვეტს ხოლმე, როგორც თვითონ მოეპრიანება”.

* * *

„უხმლოდ ბრძოლა სად გაგონილა?”

* * *

„მაგის დროც მოვა: დავმწიფდებით და ჩამოვცვივდებით”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება